ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა

საქართველოს ნაკრების შეკრების დაწყებამდე, პრესკონფერენციაზე კომენტარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა:
“2 ივნისს გურამ კაშია ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლო მატჩს გამართავს. ძალიან მნიშვენლოვანი იყო, რომ ძლიერი მეტოქე გვყოლოდა და თბილისში გვეთამაშა. ასევე, აუცილებელი იყო მეორე შეხვედრაც თბილისში ჩაგვეტარებინა, რადგან ხანგრძლივი სეზონის შემდეგ გუნდს ნაკლები ემგზავრა.
მნიშვნელოვანია, ორივე მატჩში წარმატების მიღწევა, რადგან სექტემბრის ოფიციალურ შეხვედრებს თავდაჯერებულად შევხვდეთ. კონცენტრირებულები ვართ მოახლოებულ ამხანაგურ მატჩებზე და ერთა ლიგისთვის მზადებაზე. თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანია ამ ჯგუფში გავიმარჯვოთ”.
NAKREBI.GE