VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 დინამო (ბთ). შეცდომების გამოყენების ნიჭი

“სპაერის” ერთ-ერთი ღირსება არის ბოლომდე ბრძოლა. ეს თვისება რომ არა, თბილისელები ვერ გადაარჩენდნენ მატჩს, რომელსაც ჯერ პირველი ტაიმის შემდეგ აგებდნენ 0:2-ს, მერე ანგარიში 1:3 გახდა…
პირველი ტაიმის შემდეგ ანზორ კიღურაძემ გადააწყო თამაში. გარკვეულწილად გამართლება იყო, ლაშა კოხრეიძემ მეორე ნახევრის დასაწყისშივე რომ შეაგდო. “სპაერმა” გაიწია შეტევისკენ და არც მესამე გაშვებულმა გოლმა შეაჩერა დებიუტანტი…
აქვე ვთქვათ ისიც, რომ უპატიებელი შეცდომები დაუშვეს ბათუმელთა ცენტრალურმა მცველმა, მაგრამ ეს ოდნავადაც არ აკნინებს “სპაერის” მიღწევას. ფეხბურთში მთავარი მეტოქის შეცდომების გამოყენების ნიჭია…
სპაერი-დინამო (ბთ) 3:3
0:1 გ. ჯაფარიძე (39, გ. კოხრეიძის პასით), 0:2 მარა (45, კალანდარიშვილის პასით), 1:2 ლ. კოხრეიძე (49, მატენჯვას პასით), 1:3 ხოზრევანიძე (69, მარას პასით), 2:3 ბუნტური (80, გოლუბიანის პასით), 3:3 კენჭაძე (83)
სპაერი: ბ. ფუტკარაძე, მატენჯვა, კენჭაძე, ბუნტური, პირტახია (ბასილაშვილი 57), ცირდავა, სამხარაძე, გოლუბიანი, ფონიავა (გორდეზიანი 75), გ. ცეცხლაძე, ლ. კოხრეიძე (ცალუღელაშვილი 75)
დინამო: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, კობახიაძე, ქაფიანიძე, კალანდარიშვილი, მილჩენკო (გ. ფუტკარაძე 46), მარა, გ. ჯაფარიძე (ლაკვეხელიანი 57), კირკიტაძე (ბარამიძე 71), წულუკიძე (მანდრიჩენკო 83), გ. კოხრეიძე (ხოზრევანიძე 46)
არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი