ეს იმ ტიპის მატჩი იყო, როცა ყველაფერს ერთი შეცდომა და ერთი გოლი წყვეტს.”სამგურალის” მცველის, პაბულო რიანის შეცდომას მოჰყვა სოლომონ კესის გოლი, რომელმაც რუსთაველებს გამარჯვება მოუტანა.
თამაშის დარჩენილ ნაწილში ვნახეთ გაუქმებული პენალტი “რუსთავის” კარში და ბევრი ორთაბრძოლა. ცეცაძის გუნდმა მეტოქეს, ფაქტობრივად, არ მისცა შანსი, შესაბამისად, მოგებაც დამსახურებულია.
რუსთავი-სამგურალი 1:0
1:0 კესი (20)
რუსთავი: ჯობავა, კაპანაძე, იაკობიძე, ფაცაცია, ჩიქოვანი, ნაკანო (პამი 84), გუჯაბიძე, უბილავა (სეიხასი 65), კესი (ოლივეირა 74), ნ. ქუთათელაძე (ალმეიდა 65), ოსეი (კენიო 84)
სამგურალი: კუტალაძე, გეგეჭკორი, შათირიშვილი, ვინისიუსი, პაბულო რიანი (შერგელაშვილი 81), ჟან კარლოსი (ცეცხლაძე 81), ბერელიძე (სებოლინია 62), აფციაური (ჯეფერსონი 81), ჯანჯღავა, გოგოლაშვილი (ველისოლი 68), პაპავა
არბიტრი: ირაკლი შენგელია