მოთამაშე, რომელიც მოედანზე ქმნის განსხვავებას – ეს ფეხბურთის ერთ-ერთი მაცოცხლებელი წყაროა, ასეთი მოთამაშეების გამო დადის ხალხი სტადიონზე…
არ ვიცით, წლების შემდეგ როგორი ფეხბურთელი იქნება ანდრეა ბართიშვილი, მაგრამ დღესვე ეტყობა კოჭებში, რომ სწორედ ისეთი ფეხბურთელი ეზრდება ქართულ ფეხბურთს, მოედანზე განსხვავებას რომ შექნის და მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლება.
ამჯერად, მან ეს “იბერიასთვის” მნიშვნელოვან მატჩში შეძლო – მატჩში, რომელშიც ლიდერს მოგება მართებდა, რადგან ზურგში მდევრების გახშირებულ სუნთქვას გრძნობს.
ბართიშვილის გოლის აღწერას არ შევუდგებით, მას ვიდეოში ნახავთ. აქ მხოლოდ იმას დავძენთ, ეს არის 17 წლის შემტევის პირველი გოლი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ეგიდით.
იბერია 1999-გაგრა 1:0
1:0 ბართიშვილი (56)
იბერია: მეგრელიშვილი, ზოური, ამისულაშვილი, ჯინჯოლავა, ქობულაძე, ღუდუშაური (ბედოშვილი 64), ქარდავა, ნაჭყებია (კაფე 59), კუცია, გოშთელიანი (ხაჩიძე 80), ბართიშვილი (ძაგანია 64)
გაგრა: ვორობეი, კლაუდინეი (ფეიქრიშვილი 90), ჭავჭანიძე, პორფირიო, არსიჩი (დარსანია 80), ცინცაძე, ვანდერსონ სილვა, სკრიპნიკი (კაციაშვილი 90), ბორჟესი, ზოიძე, ანდრეიჩუკი (მუჯირი 70)
არბიტრი: გიორგი ავაზაშვილი