პსჟ-ს შემტევმა უსმან დემბელემ ახსნა მიზეზი, თუ რატომ დატოვა მოედანი „პარიზთან“ ლიგა 1-ის ბოლო, ოცდამეთოთხმეტე ტურის მატჩის 27-ე წუთზე.
„მე ყველაფერი კარგად მაქვს. ცოტა შევშინდი, მაგრამ „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მზად ვიქნები. ფინალისთვის 100%-ით მზად ვარ? დიახ, დიახ, მგონია, მზად ვიქნები. ამაში ეჭვი საერთოდ არ მეპარება და იმედი მაქვს, 30 მაისს ვითამაშებ.
კარიერაში პსჟ-ში და იქამდეც, განსაკუთრებით მნიშვნელოვან დაპირისპირებებამდე ბევრი მცირე და სერიოზული ტრავმა მქონდა. ასე რომ, ფინალის წინ არ გავრისკე და პაუზის გაკეთება ვამჯობინე“, – განუცხადა დემბელემ RMC Sport-ს.
ამ სეზონში უსმანმა ყველა ტურნირზე 39 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.