ირაკლი კობახიძე – 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

ძალიან მრავალფეროვანი სპექტრია ღონისძიებების, რომელიც გაიმართება იუბილის აღსანიშნად, მათ შორის, 26 მაისის აღნიშვნაც მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ღონისძიებები დაგეგმილია როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე საზღვარგარეთ, მათ შორის, საელჩოებში.
“არის ძალიან ფართო სპექტრი ღონისძიებებისა, მათ შორის, სამეცნიერო კონფერენციები, ექსპედიციები და ა.შ. ჩართული იქნება მოსახლეობის ყველა ფენა, ყველა თაობის წარმომადგენლები იქნებიან ამ ყველაფერში ჩართულები. რა თქმა უნდა, კომისიის სხდომაზე უკვე შევჯერდით, პრაქტიკულად, საბოლოო გეგმაზე და ამ დეტალურ გეგმას წარვუდგენთ საზოგადოებას.
კონკრეტული ღონისძიებებია დაგეგმილი საზღვარგარეთ, მათ შორის, ჩვენს საელჩოებში, ემიგრაციაც იქნება აქტიურად ჩართული ამ ყველაფერში, ამისათვის დაგეგმილია სასულიერო პირების ვიზიტებიც საზღვარგარეთ. ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ,”- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს დაარსებას იჩემებს, არც ბიძინა ივანიშვილი და არც “ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა