ოპერაცია „ახმატის თოვლი“: უკრაინამ რუსეთის რაკეტებისა და არტილერიის მეცნიერებათა აკადემიის ცენტრში კადიროვის სახელობის Север-Ахмат-ის პოლკის სასწავლო-საწარმოო კომპლექსი და მუდმივი დისლოკაციის პუნქტი გაანადგურა, ლიკვიდირებულია 65 კურსანტი-სპეცრაზმელი და ცენტრის უფროსი – ამის შესახებ უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური, რობერტ „მადიარ“ ბროვდი წერს.
მთავარი ორსართულიანი კომპლექსი, რომლის ფართობიც 2484 კვ.მ-ს შეადგენდა, მოიცავდა უპილოტო საფრენი აპარატებისა და საბრძოლო ნაწილების ასაწყობ საამქროს, ასევე პირადი შემადგენლობის საცხოვრებელ სართულს. რუსეთის რაკეტებისა და არტილერიის მეცნიერებათა აკადემიის მსგავსი სასწავლო ცენტრი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სულ სამი იყო განთავსებული. დარჩა ორი. ჯერჯერობით” | წერს ბროვდი




