“შეიძლება ფრანგებმა წაართვან მოქალაქეობა” – ზურაბიშვილი ივანიშვილზე

6
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა წაართვან ფრანგებმა – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Facebook live-ში ისაუბრა, სადაც ის მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.
მე საფრანგეთის მოქალაქეობა დავტოვე, უარი ვთქვი როცა გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. რაც სხვათა შორის არ გაუკეთებია არც პრემიერობის დროს და არც ახლა, შეიძლება ფრანგები წაართმევენ, მაგრამ თვითონ ივანიშვილს არ დაუტოვებია საფრანგეთის მოქალაქეობა. ასე რომ არ ვიცი რომელი სამშობლოს შვილია. არც მინდა ამაზე პასუხი,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, მიდმინარე წლის 12 მაისს, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა – რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა და 28 კი წინააღმდეგი იყო.  დოკუმენტის ავტორი, რომელიც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, თავის პარტნიორებთან ერთად ევროკავშირში, განიხილოს ინდივიდუალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” წევრებისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გუნდის წევრი კონსტანს ლე გრიპია.