ითამაშებს მამარდაშვილი “ბრენტფორდთან” და აცილებენ თუ არა ალისონს?

24 მაისს, პრემიერლიგის ბოლო, ოცდამეთვრამეტე ტურში „ლივერპული“ „ბრენტფორდს“ უმასპინძლებს და ჯერ უცნობია, ვინ დაიცავს მერსისაიდული გუნდის კარს – გიორგი მამარდაშვილი თუ ალისონი.
ალისონი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მსოფლიო ჩემპიონატისთვის განაცხადში შეიყვანა და თქვა, რომ ის მალე ჩადგება მწყობრში:
„ალისონი ტრავმის შემდეგ აღდგენის პროცესშია, უკვე ორი კვირაა ვარჯიშობს. ის კარგადაა და მჯერა, შემდეგ მატჩში მონაწილეობას მიიღებს. რომც არ ითამაშოს, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრისთვის 100%-ით მოსამზადებლად საკმაო დრო აქვს“.
This Is Anfield-ი წერს, რომ შესაძლოა, ალისონმა „წითლების“ რიგებში უკანასკნელად იასპარეზოს და ღირსეულ გაცილებას იმსახურებს.
თუმცა, კლუბმა მომავალი სეზონისთვის ალისონთან ერთად ახალი ფორმა წარმოადგინა.
ამ სეზონში ბეკერმა ტრავმებისა და ავადმყოფობის გამო 19 მატჩში ვერ მიიღო მონაწილეობა.