გადაწყდა – მოურინიო “რეალის” მწვრთნელი გახდება

Sky Sport Italia-ს ცნობით, „რეალი“ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს დანიშნავს.
„რეალი“ „ბენფიკას“ მოურინიოს სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 3 მილიონ ევროს გადაუხდის და პორტუგალიელს ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
მოურინიო ალვარო არბელოას შეცვლის და ინფორმაციას „სამეფო კლუბი“ კვირას ან ორშაბათს გამოაცხადებს.