“არსენალი” 22-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონი გახდა

პრემიერლიგის ბოლოსწინა, ოცდამეჩვიდმეტე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „ბორნმუთთან“ ფრეს (1:1) მიაღწია.
შედეგად, ერთი ტურით ადრე ჩემპიონი „არსენალი“ გახდა (სიტის უკვე 4 ქულით გაასწრო), რომელმაც ოქროს მედლები 22-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.
ბორნმუთი. „ვიტალიტი“
ბორნმუთი – მანჩესტერ სიტი 1:1
გოლები: 1:0 კრუპი (39), 1:1 ჰოლანდი (90+5)
– 10-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ “მანჩესტერ სიტის” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა დატოვებს.
– “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა ამ სეზონში კლუბსა და ნორვეგიის ნაკრებში 59 მატჩში 51 გოლი გაიტანა.
– “ბორნმუთი” კლუბის 127-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად ითამაშებს ევროტურნირებზე.