კოალიცია “ცვლილებების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილს იმდენად უნდა ძლუფლების შენარჩუნება, რომ ამისთვის საკუთარ შვილებს იყენებს.
მისი თქმით, მან როცა დაინახა რომ ბერა “გაუტრუხდა, ახლა ცოტნე გამოაგორა“.
სულ ელანდება, რომ გარშემო ვინმემ ძალაუფლება არ ჩაიგდოს ხელში და საფრთხე არ შექმნას, – განაცხადა მან ინგა გრიგოლიას “რეაქციაში“.
ივანიშვილს პარანოია აქვს, როგორც ყველა ასეთი ტიპის რეჟიმის მმართველს, მთლად დიქტატორი ვერ არის, მაგრამ მაგისკენ მიჰყავს. მისი მთავარი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება, ყველაფრის ხარჯზე. მას შეუძლია, ვითომ პრემიერები იცვალოს კი არა, შვილებს იცვლის, ბერა გატრუხდა, აღარ აქვს მას ჭრა, ახლა ცოტნე გამოაგორა, შვილებსაც ისე იცვლის და იყენებს, როგორც ვითომ პრემიერები რომ ჰყავს. წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა, სულ ელანდება, რომ გარშემო ვინმემ ძალაუფლება არ ჩაიგდოს ხელში და საფრთხე არ შექმნას. მდინარაძე რატომ გადააჩოჩეს, იმიტომ, რომ რამდენიმე ტიპი მოიყვანა ძალოვნებში და უკვე საფრთხე გაჩნდა. მას აღარ აქვს ის ძალაუფლება რაც ჰქონდა და ფეისბუქის მაკონტროლებლად გადაიყვანეს. იმას სულ ელანდება გარშემო, რომ ვინმე რამე შეთქმულებას ხომ არ უგეგმავს, – განაცხადა ჯაფარიძემ.




