ჟურნაკუსტი ეკა ხოფერია, ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის პატიმრობას ეხმაურება. “არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი”- დაწერა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის ყოფილმა მინისტრმა.
„რა ვიცი, რა გითხრათ აბა… გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში და არც იმაში, რომ ვინმეს პირადად ვიცნობთ ან არ ვიცნობთ. ცნობილი ჟურნალისტია თუ არა.
საქმე ისაა , რომ არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი ….რბილად რომ ვთქვათ“, – წერს ჟურნალი სითის რედაქტორი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში.
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს გზის გადაკეტვის გამო, 3 დღიანი პატიმრობა შეეფარდა




