“მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით” – საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა

„პარიზთან“ ლიგა 1-ის ბოლო ტურში 1:2 წაგების მიზეზი, პსჟ-ს მეკარე მატვეი საფონოვმა ახსნა.
„რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ყოველი მატჩის მნიშვნელობაზე, ძნელია ის აზრი თავიდან ამოიგდო, რომ სეზონის მთავარი შეხვედრა 30 მაისს გვაქვს. გუშინ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით.
თამაშის დაწყებამდე ჩემპიონის თასი გადმოგვცეს, 10 წუთში კი მატჩი დაიწყო. ვერ ვიტყვი, რომ დიდი ემოციები მივიღე. ახლა ორი დღე დავისვენებთ, შემდეგ კი ფინალისთვის მზადებას დავიწყებთ. აღდგენისთვის და სეზონის მთავარი დაპირისპირებისთვის მაქსიმალურად საუკეთესო ფორმაში ყოფნისთვის, კომფორტული დრო გვაქვს“, – წერს საფონოვი ტელეგრამ-არხზე.