რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი უეინ რუნი, „ლივერპულის“ მწვრთნელს არნე სლოტს მოუწოდებს, მოჰამედ სალაჰი „ბრენტფორდთან“ არ ათამაშოს.
„ჩემთვის ძნელია იმის აღქმა, რომ ყველაფერი დასრულდა, რასაც სალაჰმა „ლივერპულში“ მიაღწია. ისევ საჯაროდ არ უნდა გაეკრიტიკებინა სლოტი. არნეს ადგილზე მოჰამედს სტადიონთან ახლოსაც არ მივუშვებდი. ასეთი რამ მე ალექს ფერგიუსონმა გამიკეთა. ვფიქრობ, ამით სალაჰმა თავისი წარუმატებელი სეზონის გამართლება სცადა. მგონია, ძალიან ეგოისტურად მოიქცა.
ეჭვი მეპარება, ნიდერლანდელმა „მო“ დასაჯოს, მაგრამ ასე უნდა მოიქცეს. რა თქმა უნდა, სალაჰი ღირსეულად გაცილებას იმსახურებს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი უდიადესი ფეხბურთელი ასე დატოვებს გუნდს“, – განაცხადა რუნიმ Wayne Rooney Show-ს ეთერში.