ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა – პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება

„მარკას“ რადიოს მტკიცებით, თავდამსხმელმა ხულიან ალვარესმა „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობას აცნობა, რომ პსჟ-ში სურს გადასვლა.
26 წლის არგენტინელის დამატებით პირადადაა დაინტერესებული პარიზული გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე. „პარი სენ ჟერმენი“ მადრიდული კლუბის მიერ მოთხოვნილი 150 მილიონი ევროს შესამცირებლად, მზადაა ტრანსფერში კან-ინ ლი და გონსალო რამუში ჩართოს. ამ ორივე ფეხბურთელის თამაში „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობას მოსწონს.
შეიძლება ზაფხულში პსჟ ბრედლი ბარკოლამ დატოვოს, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.