მედია: “ოცნების” უარი პატრიარქს – აბორტის აკრძალვა კანონით არ მოხდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტიდან დღეს უარი განუცხადა. დააინიცირებს თუ არა ივანიშვილის პარტია აბორტების აკრძალვის კანონს, თუკი ამას საპატრიარქო მოითხოვს? – კანონმდებლები ამბობენ, რომ პრობლემას არა სამართლებრივი რეგულირება, არამედ იდეოლოგიური ძალისხმევა სჭირდება, რაც ეკლესიის პრეროგატივაა.

საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შიო მესამემ პირველივე ქადაგებაში აბორტი, მათ შორის დემოგრაფიული პრობლემების ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა და საკითხის მოსაგვარებლად კანონმდებლობის გამკაცრება მოითხოვა. კანონმდებლები კი პატრიარქისგან მეტ არგუმენტაციას, შეხვედრებს და მსჯელობას ითხოვენ.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ აბორტების აკრძალვა სხვა დამატებით პრობლემებს გამოიწვევს. გაიზრდება ე.წ არალეგალური აბორტები, რომელმაც შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოიტანოს. ექიმები და ადამიანის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ დემოგრაფიულ პრობლემებს, არა აბორტის აკრძალვა, არამედ  განათლების ამაღლება და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება აგვარებს.

პატრიარქ შიო მესამის ქადაგებას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სალომე ზურაბიშვილმა მკაცრი განაჩენი უწოდა “განწირული ოჯახების ხსენებას. ქადაგების ნაწილი მიუღებელი აღმოჩნდა საქართველოსი მცხოვრები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვისაც.

წყარო