კალაძის მეგობრისთვის მიცემული ნებართვა საკრებულოში დაპირისპირების მიზეზი გახდა (ვიდეო)

თბილისის მერის მეგობარი ბიზნესმენისთვის გაცემული სამშენებლო ნებართვა და შაბათის საგამოძიებო რეპორტაჟი, რომელმაც სავარაუდო კორუფცია ამხილა, დღეს, თბილისის საკრებულოში განხილვის თემა გახდა. თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ამტკიცებს რომ 12-წლიანი ხელშეუხებლობის შემდეგ ზონალური სტატუსი ალექსიძის ქუჩას არა ბიზნესმენის კალაძესთან მეგობრობის, არამედ ქალაქისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტის გამო შეეცვალა.

სავარაუდო კორუფციაზე კითხვებს ამ პროექტში რამდენიმე გარემოება აჩენს – ლაშა კვაჭაძის კალაძესთან მეგობრობის გარდა, ირკვევა რომ იქამდე სანამ საკრებულო 13 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ტერიტორიას შეზღუდვას მოუხსნიდა და მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონად აქცევდა, კვაჭაძის მეუღლემ საკუთარი ბიზნესის 30% ანუკი არეშიძეს აჩუქა. მალე აქ სამ მრავალსართულიან შენობას ჩადგამენ. “ოცნება” ამტკიცებს, რომ რისკები წინასწარაა გათვლილი.

ბეტონის ჯუნგლებად ქცეული თბილისი, უარი საპარკინგე სივრცეებზე და საფრთხის ქვეშ აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები – თბილისის საკრებულოს დღევანდელმა სხდომამ მწვავე კამათის ფონზე ჩაიარა. ოპოზიციის კითხვებს ქაოსური განაშენიანების და გავლენიან ბიზნესებზე მორგებული პოლიტიკის შესახებ “მეოცნებეები” არ პასუხობდნენ.

;