ოლექსი დანილოვი F-16-ებზე – უკრაინამ, შესაძლოა, დამატებითი „ბონუსები“ მიიღოს

უკრაინამ, შესაძლოა, დამატებითი „ბონუსები“ მიიღოს, დაველოდებით – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა ამერიკული F-16 გამანადგურებლების უკრაინისთვის მიწოდების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების მიერ უკრაინელი მფრინავების მომზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
“ვფიქრობ, რომ იქნება გარკვეული დამატებითი ბონუსები რაც შეეხება ამ კონკრეტულ მიმართულებას – თვითმფრინავის მიმართულებას. დაველოდებით”, – განაცხადა დანილოვმა.
მისი თქმით, საბრძოლო თვითმფრინავებისთვის ინფრასტრუქტურის მომზადება გრძელდება და ამაში ქვეყანას პარტნიორები ეხმარებიან.
“ტექნოლოგია არ არის მარტივი, ის კომპლექსურია. გეგმა, რომელიც არსებობს, ესმის სამხედროებს, ჩვენი ქვეყნის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ის ახლა მუშაობს”, – დასძინა დანილოვმა.
შეგახსენებთ, 2023 წლის დეკემბერში, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები ს F-16-ის ტიპის 18 გამანადგურებელს გადასცემდა. გუშინ, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინას დამატებით ექვს F-16-ის ტიპის გამანადგურებელს გადასცემენ.

ასევე დაგაინტერესებთ