ინფორმაციას უკრაინის პირველი ლედის შესაძლო „დაპატიმრების“ შესახებ კიევი რუსულ „ფეიკს“ უწოდებს

“რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ოლენა ზელენსკას დაპატიმრება იგეგმება სიმართლეს არ შეესაბამება”- რუსული, პროპაგანდისტული მედიით გავრცელებულ ცნობებს, რომ უკრაინის პირველი ლედის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ დეზინფორმაცია უწოდეს.

  • რუსული პროპაგანდისტული მედიის თანახმად, მზადდება ზელენსკას „დაპატიმრება”.

17 მაისს გავრცელებულ მასალაში “რია ნოვოსტის” არ დაუკონკრეტებია რა საქმეზეა საუბარი, თუმცა ზოგადად ახსენა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი ანდრი ერმაკის საქმე.

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ საგანგებო განცხადებაში დაწერეს, რომ 17 მაისს გავრცელებული ცნობა აგრესორი სახელმწიფოს მიერ სისტემატური დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ინსტიტუტების დისკრედიტაციას, ანტიკორუფციული სააგენტოების მიმართ ნდობის შელახვას, სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას და უკრაინის ერთიანობის შესუსტებას.

მსგავსი „ფეიკები“ ნაწილია აგრესორი სახელმწიფოს მხრიდან დეზინფორმაციის სისტემური კამპანიის, რომელიც მიმართულია უკრაინის ინსტიტუტების დისკრედიტაციის, ანტიკორუფციული ორგანოებისადმი ნდობის შერყევის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სრულმასშტაბიანი ომის პირობებში უკრაინის ერთიანობის დასუსტებისკენ”- წერია განცხადებაში.