კვარაცხელიას 58 წუთი – პსჟ “პარიზთან” დამარცხდა

„არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, პსჟ ლიგა 1-ის ბოლო, ოცდამეთოთხმეტე ტურში, გასვლაზე „პარიზთან“ 1:2 დამარცხდა.
ამ დაპირისპირებას პრაქტიკული თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამაც თამაშის ხარისხზე გავლენა იქონია. უნდა ითქვას, პსჟ-ს ფეხბურთელები ტრავმის მიღების შიშით თავს უფრთხილდებოდნენ.
შეხვედრის დაწყებამდე მასპინძლებმა სტუმრებს საჩემპიონო დერეფანი მოუწყვეს. „პარიზმა“ თავიდანვე აქტიურად შეუტია და მეკარე საფონოვმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. შუა პირველ ტაიმში მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დემბელე რამუშით შეცვალა. როგორც ჩანს, უსმანმა კუნთის მცირე დისკომფორტი იგრძნო და თავის დაზღვევის მიზნით დატოვა მოედანი. „პარი სენ ჟერმენი“ თამაშის დალაგებას და მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ პსჟ იერიშებზე გადავიდა, კვარაცხელია შეიჭრა საჯარომიში, მაგრამ მეკარე ტრაპმა დაასწრო, ცოტა ხანში ხვიჩას წამოწყებული კომბინაცია ბარკოლამ დააგვირგვინა. 58-ე წუთზე ესპანელმა სპეციალისტმა ქართველიც გაიყვანა მოედნიდან. გორიმ კი დუბლი შეასრულა და “პარიზს” გამარჯვება მოუპოვა.
პარიზი. „ჟან ბუენი“
პარიზი – პსჟ 2:1
გოლები: 0:1 ბარკოლა (50), 1:1 გორი (76), 2:1 გორი (90+4)