17
სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე წერილს აქვეყნებს:
,,ირაკლი ნადირაძე ბოლოს უკვე ნატრობდა, ნეტა მალე მომისაჯონ, ბავშვების ხმას მაინც გავიგებ ხოლმეო. იცით, რომ მიუსაჯეს და კიდევ არ აღუდგინეს არც ზარები, არც წერილები და არც პაემნები. რაღაც ფურცლის მოსვლას უნდა დაელოდოო და აგერ უკვე 10 დღეა ველოდებით იმ ფურცელს. თუმცა არსაიდან ხმა, არსით ძახილი. ორშაბათს უკვე 11 დღე იქნება მოსჯიდან გასული. 8 თვეა ბავშვებს არ აჩვენებენ. შუშის მიღმაც არ მისცეს შეხედვის უფლება. რაც ყველაზე მეტად ენატრება, მათი ხმაა, მათი სახე… არაადამიანობასაც ხომ უნდა ჰქონდეს, წესით, საზღვარი? მაგრამ ქოცების არაადამიანობა უსაზღვროა…
ისტორია შეინახავს ამ ყველაფერს: პოლიტპატიმრებს და მშობლებსაც აუკრძალეს ერთმანეთის ნახვა, უნივერსიტეტების აუდიტორიებიდან პირდაპირ კამპუსის ეზოში ბორკილების დასადებად გამოიყვანეს სტუდენტები და წამლის გარეშე დატოვეს ბავშვები, თავად რომ მანქანებში და მოგზაურობებში ხარჯეს ის ფული, რითაც შეეძლოთ ბავშვების სიცოცხლე გადაერჩინათ. არასდროს არცერთი მთავრობის დროს არ ყოფილა მსგავსი უმსგავსობები ხელისუფლებისგან და ვინც, პირიქით, აჯერებს თავს, უბრალოდ მოსწონს დებილად ყოფნა და თვალების დაბრმავება… არც ქალები დაუჭერიათ პროტესტის გამო ამდენი ხნით ციხეებში – უდანაშაულო, უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ქალები.
ქაღალდის ჰაერში აგდებას ძალადობად გვინათლავენ ის მოღალატე პუტჩისტები, ვინც ზარბაზნებს ისროდნენ ქალაქში ერთ დროს. ქართველი ხალხის მკვლელი არაკაცი გოგა ხაინდრავა ჰყავთ პროპაგანდისტად დასმული და დაატარებენ ეკლესიებსა თუ ეთერებში საპატიო სტუმრად, და კიდევ აქეთ ბედავენ თავისი ბინძური თითების გამოშვერას ცოდვის ნაყოფნი.“


