რუსული მხარის ცნობით, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად მოსკოვში 3 ადამიანი დაიღუპა – არიან დაშავებულებიც

რუსული მხარის ცნობით, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად მოსკოვში 3 ადამიანი დაიღუპა – არიან დაშავებულებიც | ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია РИА Новости მოსკოვის ოლქის გუბერნატორზე, ანდრეი ვორობიოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ხიმკი – კერძო სახლში უპილოტო საფრენი აპარატის მოხვედრის შედეგად დაიღუპა ქალი. კიდევ ერთი ადამიანი ნანგრევების ქვეშ იმყოფება… სოფელ პოგორელკიში დაიღუპა ორი მამაკაცი. დრონი მშენებარე სახლს მოხვდა“ | დაწერა ვორობიოვმა
🔴 რუსული მედიის ცნობით, დრონებით თავდასხმა განხორციელდა ქალაქ დედოვსკიზეც, სადაც სამი კაცი და ერთი ქალი დაშავდა. ამასთან, აგროგოროდოკის დასახლებაში მრავალსართულიანი შენობა და ექვსი კერძო სახლი დაზიანდა. კრასნოგორსკის პუტილკოვოს მიკრორაიონში რამდენიმე ბინა დაზიანდა.
🔴 უკრაინელებმა ასევე მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც დაარტყეს, ინფორმაციას ადასტურებს მოსკოვის მერი სერგეი სობიანინიც
💬 „წინასწარი მონაცემებით, 12 ადამიანი დაშავდა. ძირითადად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საკონტროლო პუნქტთან ახლოს; დაშავდა მშენებლების ცვლა“ | თქვა მან
🔴 რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გასულ ღამეს მოსკოვზე ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. თავდასხმა 10-ზე მეტ ობიექტზე მოხდა, თუმცა, სავარაუდოდ, არის ისეთი ობიექტებიც, რომლის შესახებაც ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. უკრაინული მედიის ცნობით, მოსკოვსა და რუსეთის რეგიონებს 500-ზე მეტი დრონი დაესხა თავს. რუსეთში ტრანსნეფტის უმსხვილესი ნავთობის საცავი იწვის, ასევე უკრაინამ მოსკოვის ოლქში შერემეტიევოს აეროპორტი და ნავთობპროდუქტების სატუმბი სადგური, მოსკოვში კი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა