MMA-ის ქართული ორგანიზაციის, RKENA-ს რიგით მესამე ღონისძიებაზე, გამორჩეულმა ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა (3:0) ბრაზილიელი ლუის პაულო პიკანსო (5:3) დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
პირველი ორი რაუნდი მეტ-ნაკლებად თანაბრად წარიმართა, მესამე რაუნდში კი ბექამ მეტოქეს აშკარად აჯობა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
ცნობისთვის, ღვინიაშვილმა MMA-ს სადებიუტო 2025 წლის 7 დეკემბერს გამართა და ბულგარელ ვესელინ დიმიტროვს, პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით სძლია.
შეგახსენებთ, ბექა ძიუდოში ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდებს შორის), მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და არაერთი გრანდ სლემისა თუ მასტერსის გამარჯვებულია.