ირაკლი კირცხალია – მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას, არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო

მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას, არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ განაცხადა.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატია დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით 2022 წლიდან შეიცვალა, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის სისხლისმღვრელი და დამანგრეველი ომი დაიწყო.
“პირველ წელს იყო დახურულ კარს მიღმა მუშაობა. მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას, არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო. ეს არის მიზეზი, რომ როგორ გავბედეთ და დავდექით იქ სადაც დავდექით, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისა და ჩვენი საზოგადოების გვერდით. მერე ყველას კარგად გვახსოვს მოხალისეების სამთავრობო ბორტის გაგზავნის მოთხოვნა, შემდეგ სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება – ელჩის გაწვევა, განცხადებები პრეზიდენტ ზელენსკის მრჩევლის, უშიშროების საბჭოს წევრის, რომ კარგი დროა თურმე გავისეირნოთ აფხაზეთში და ოსეთში. ერთი მთავარი ფრაზა და ჰედლაინი ადევს აგენტურას, რომლითაც ბრიუსელი მოქმედებს ჩვენთან: სანქციები გარეთ, აქციები შიგნით. შევეხები ევროკავშირის ელჩს და წინასაარჩევნოდ მის განცხადებას, რომ ისინი კეტავენ ცალმხრივად ყველანაირ საუბარს გაწევრებასთან დაკავშირებით, ამას ამბობს ადამიანი, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული წინასაარჩევნო პერიოდში, შემდეგ გვახსოვს ამხელა ზეწოლის მერე მოგებული “, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: ირანში, ჰორმუზის ყურეში საეჭვო „წარმატების“ და ასევე, ჩინეთში არცთუ დამაჯერებელი ვოიაჟის ფონზე – უკრაინის საკითხის დემილიტარიზაცია 4 ივლისამდე, ერთადერთი „ჯოკერი“ ხდება დონალდ ტრამპის ხელში

დავით ქართველიშვილი: სულ უფრო მეტი სახელმწიფო იჩენს სიფრთხილეს იმის გამო, რომ საერთაშორისო სამართალი პოლიტიკურ ომში იარაღად იქცევა, სადაც დღეს ერთს ასამართლებენ, ხვალ კი იგივე მექანიზმი შესაძლოა ნებისმიერი არასასურველი ხელისუფლებისა და ლიდერის წინააღმდეგ გამოიყენონ