რუსეთი სუსტდება, ახლა მოლაპარაკებების დროს არ არის,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ტალინში ლენარტ მერის სახელობის კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკური ვარდნისა და შეიარაღებული ძალების მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის მეხუთე წელს პროგრესის მიღწევის შეუძლებობის ფონზე, მოსკოვმა ევროპულ ქვეყნებთან კონტაქტების დამყარების მცდელობები გაააქტიურა.
ცაჰკნას თქმით, პასუხი სანქციების გამკაცრება უნდა იყოს და არა მოსკოვთის ამ ვითარებისდან გამოსვლაში დახმარება. ,,ახლა საუბრების ან მოლაპარაკებების დრო არ არის. ახლა რუსეთზე ზეწოლის დროა,” – განაცხადა ცაჰკნამ.




