ლიგა 1-ში გადასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში “სენტ-ეტიენი” საკუთარ მოედანზე “როდეზთან” პენალტების სერიაში 7:6 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
გადამწყვეტ მატჩში “სენ-ეტიენი” ლიგა 1-ის მე-16 ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება (ლე ავრი, ნიცა ან ოსერი).
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მან თერთმეტმეტრიანების სერიაში გაიტანა.
სენ-ეტიენი. “ჟოფრუა გიშარი”
სენტ-ეტიენი – როდეზი 0:0 (პენ 7:6)
