პრემიერლიგის ბოლოსწინა, ოცდამეჩვიდმეტე ტურში “ლივერპულმა” გასვლაზე “ასტონ ვილასთან” 2:4 მარცხი განიცადა.
პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც მამარდაშვილი საჯარიმოს გარეთ დამაჯერებლად ვერ გამოვიდა და საბოლოოდ სიტუაცია კონატემ განმუხტა. სტუმრებმა შეტევებით უპასუხეს: გრავენბერხმა გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა, სობოსლაის დარტყმული მარტინესმა მოიგერია. 42-ე წუთზე „ასტონ ვილა“ როჯერსმა დააწინაურა.
შესვენების მერე ვან დეიკმა თავურით ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში ნგუმოამ ბურთი ძელს გაარტყა. უოტკინსმა კი მასპინძლები წინ გაიყვანა. მას კიდევ ორი შანსი ჰქონდა – ზედიზედ ორჯერ გავიდა მამარდაშვილთან პირისპირ და ორივეჯერ გამარჯვებული გიორგი გამოვიდა. „ბირმინგემელებმა იერიშები გააგრძელეს, ორი გოლი გაიტანეს,ხოლო ვან დეიკმა სხვაობა შეამცირა და შეხვედრა 4:2 დასრულდა.
უნდა აღინიშნოს, “წითლების” დაცვაში საშინელი თამაში, მიუხედავად 4 გოლის გაშვებისა, ქართველი ურიგოდ არ გაისარჯა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
„ასტონ ვილა“ 62 ქულით მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა და ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა.
“ლივერპული” 59 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და 24 მაისს, ბოლო ტურში “ბრენტფორდს” უმასპინძლებს.
ბირმინგემი. “ვილა პარკი”
ასტონ ვილა – ლივერპული 4:2
გოლები: 1:0 როჯერსი (42), 1:1 ვან დეიკი (52), 2:1 უოტკინსი (57), 3:1 უოტკინსი (73), 4:1 მაკგინი (89), 4:2 ვან დეიკი (90+2)
