: ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს და ყველა მიმდინარე პოლიტიკური საქმე უნდა შეწყდეს

1. ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს და ყველა მიმდინარე პოლიტიკური საქმე უნდა შეწყდეს;
2. ქართული ოცნების მიღებული ყველა კანონი, რომლითაც მიზანმიმართულად დაანგრია სამოქალაქო საზოგადოების, კრიტიკული მედიის და პოლიტიკური და საარჩევნო სისტემის მთავარი საყრდენები, უპირობოდ უნდა გაუქმდეს.
2. დაინიშნოს ახალი სამართლიანი და თანაბარი წესებით, კერძოდ:
3. საარჩევნო ადმინისტრაცია დაკომპლექტდეს სრულად პარიტეტული პრინციპით 2020 და 2024 წლის საპარლამენტო რჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების თითო წარმომადგენლის შემადგენლობით. ყველა ქვემდგომი კომისია ხელახლა დაინიშნოს ახალი ადმინისტრაციის მიერ იმავე პრინციპით. (აქვე განვმარტავთ, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ვაღიარებთ, მისი პირობით მაჩვენებლად აღება ბარიერგადალახული პარტიების განსასაზღვრად შესაძლებლად მიგვაჩნია).
4. ემიგრანტებს დაუბრუნდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და გაიხსნას ადეკვატური რაოდენობის საარჩევნო უბნები ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
5. სანდო კომისიასთან ერთად, ჩატარდეს სანდო ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც გამორიცხავს ყოველგვარი მანიპულაციის შესაძლებლობებს და სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს სახის ამოცნობის/ვერიფიკაციის ტექნოლოგიების გამოყენებას. ასევე სავალდებულოდ დადგინდეს აუდიტის სავალდებულოობა მიუკერძოებელი და მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული დაწესებულების მხრიდან, როგორც საარჩევნო აპარატებთან, ასევე კენჭისყრის დღესთან მიმართებით.
6. გაიხსნას საარჩევნო სიები, რათა შესაძლებელი გახდეს ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის გადამოწმება;
7. საარჩევნო სასამართლო დავები განიხილოს სპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა სასამართლო კოლეგიებმა, რომელთა შემადგენლობა დაინიშნება საერთო შეთანხმებით.

ასევე დაგაინტერესებთ