იქნება თუ არა 2026 წელი დედამიწაზე ყველაზე ცხელი?

ა.წ. აპ­რილ­ში ოკე­ა­ნის ტემ­პე­რა­ტუ­რამ თით­ქმის რე­კორ­დულ მაქ­სი­მუმს მი­აღ­წია და რო­გორც სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი გვაფრ­თხი­ლე­ბენ, მსოფ­ლიო შე­საძ­ლოა ამ სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ელ-ნი­ნი­ოს (El Niño) მომსწრე გახ­დეს.

  • რა არის ელ-ნი­ნიო?

ეს არის წყნა­რი ოკე­ა­ნის ეკ­ვა­ტო­რუ­ლი ნა­წი­ლის ზე­და­პი­რუ­ლი ფე­ნის ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვა­ლე­ბა­დო­ბა, რაც შე­სამ­ჩნევ გავ­ლე­ნას ახ­დენს კლი­მატ­ზე. ამ მოვ­ლე­ნი­სას, წყლის ზე­და­პი­რუ­ლი ფენა უჩ­ვე­უ­ლოდ თბე­ბა 1 °C-დან 5 °C-მდე. ელ-ნი­ნიო ვრცელ­დე­ბა სამ­ხრეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­ში, ეკ­ვა­დო­რის სა­ნა­პი­როს გა­ყო­ლე­ბით ეკ­ვა­ტო­რამ­დე სამ­ხრეთ გა­ნე­დის 5-7°-მდე, ხოლო ცალ­კე­ულ წლებ­ში ძლი­ერ­დე­ბა და აღ­წევს სამ­ხრეთ გა­ნე­დის 15°-ს. ელ-ნი­ნიო გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად ვლინ­დე­ბა პე­რუ­სა და ეკ­ვა­დო­რის სა­ნა­პი­რო­ებ­თან, ზამ­თრის თვე­ებ­ში ჩნდე­ბა -შიც. ატ­მოს­ფე­როს ცირ­კუ­ლა­ცი­ის ცვლი­ლე­ბა ახ­დენს გავ­ლე­ნას დე­და­მი­წის სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბის კლი­მატ­ზე. იგი იწ­ვევს გვალ­ვას, უხვ ნა­ლე­ქი­ა­ნო­ბას; წარ­მოქ­მნის უჩ­ვე­უ­ლოდ თბი­ლი ან ცივი ამინ­დის პი­რო­ბებს. ელ-ნი­ნი­ოს თბი­ლი წყლე­ბის თხე­ლი ფენა წყვეტს ჟანგბა­დის მი­მოს­ვლას ზე­და­პი­რის ფე­ნა­ში, რაც დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს პე­რუს პრო­დუქ­ტი­უ­ლი რა­ი­ო­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი წვი­მე­ბი გამ­შრალ სა­ნა­პი­რო­ებ­ზე იწ­ვევს კა­ტას­ტრო­ფულ წყალ­დი­დო­ბებს…

ანო­მა­ლი­უ­რი და გლო­ბა­ლუ­რი კლი­მა­ტუ­რი მოვ­ლე­ნა ელ-ნი­ნიო თბი­ლი, სე­ზო­ნუ­რი ზე­და­პი­რუ­ლი დი­ნე­ბის სა­ხით წყნა­რი ოკე­ა­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში სამ ან შვიდ წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩნდე­ბა და არა­ნაკ­ლებ ერთი წე­ლი­წადს ბა­ტო­ნობს.

პროგ­ნო­ზე­ბის თა­ნახ­მად, არ­სე­ბობს 25%-იანი შან­სი, რომ წელს უჩ­ვე­უ­ლოდ ძლი­ე­რი, ე.წ. სუ­პერ ელ-ნი­ნიო ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს და ახა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ დათ­ბო­ბის პრო­ცე­სი სულ მალე და­ი­წყე­ბა.

  • რე­კორ­დუ­ლი სი­ცხე ოკე­ა­ნე­ებ­ში

ევ­რო­კავ­ში­რის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის, “Copernicus“ -ის მო­ნა­ცე­მე­ბით, აპ­რილ­ში ზღვის ზე­და­პი­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა ელ-ნი­ნი­ო­ზე გა­დას­ვლის ნიშ­ნებს უკვე ასა­ხავ­და. ექ­სტრა პო­ლა­რულ ოკე­ა­ნე­ებ­ში (ყვე­ლა რე­გი­ო­ნი არ­ქტი­კი­სა და ან­ტარ­ქტი­დის გარ­და) ზე­და­პი­რის ტემ­პე­რა­ტუ­რამ 21°C-ს მი­აღ­წია. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ის­ტო­რი­ა­ში მე­ო­რეა და მხო­ლოდ 2024 წლის აპ­რი­ლის რე­კორდს (21.04°C) ჩა­მორ­ჩე­ბა.

დე­და­მი­წის ბოლო ელ-ნინი 2023 წლის ივ­ნი­სი­დან 2024 წლის აპ­რი­ლამ­დე გაგ­რძელ­და, რა­მაც ისე­დაც დათ­ბო­ბის პრო­ცეს­ში მყოფ პლა­ნე­ტას და­მა­ტე­ბი­თი სი­ცხე შე­მა­ტა. 2024 წელი ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ცხელ წლად და­სა­ხელ­და და პირ­ვე­ლად გა­და­ა­ჭარ­ბა პა­რი­ზის შე­თან­ხმე­ბით (Accord de Paris ) დად­გე­ნილ გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის ყო­ველ­წლი­უ­რი ზრდის 1.5°C -იან ზღვარს.

ელ-ნი­ნი­ოს წყნა­რი ოკე­ა­ნის ტრო­პი­კულ ნა­წილ­ში ატ­მოს­ფე­რო­სა და ზღვის ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვლი­ლე­ბით სდევს თან, თუმ­ცა ოკე­ა­ნე­ე­ბის გა­ხუ­რე­ბა მხო­ლოდ ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნას არ წარ­მო­ად­გენს, მას­ზე დიდ გავ­ლე­ნას ადა­მი­ა­ნის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბაც ახ­დენს.

  • რას პროგ­ნო­ზი­რებს NOAA?

ოკე­ა­ნი­სა და ატ­მოს­ფე­როს ეროვ­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო (NOAA) ელ-ნი­ნი­ოს წარ­მოქ­მნას მხო­ლოდ მა­შინ აღი­ა­რებს, რო­დე­საც წყნა­რი ოკე­ა­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა სა­შუ­ა­ლო ის­ტო­რი­ულ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე 0.5°C-ით უფრო მე­ტად იმა­ტებს.

ამას­თა­ნა­ვე, NOAA -ს პროგ­ნო­ზით, არ­სე­ბობს 61%-იანი შან­სი, რომ ელ-ნი­ნიო მაის-ივ­ლის­ში გა­მოჩ­ნდეს და წლის ბო­ლომ­დე შე­ნარ­ჩუნ­დეს და არის 25%-იანი შან­სი, რომ “ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ელ-ნი­ნი­ოც (ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა 2°C-ზე მე­ტით) ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს.

თუკი ე.წ. სუ­პერ ელ-ნი­ნიო მარ­თლაც ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს თევ­ზჭე­რის შემ­ცი­რე­ბას, მას­შტა­ბუ­რი გვალ­ვებ­სა და ტყის ხან­ძრებს, მარ­ჯნის რი­ფე­ბის კვდო­მას.

ბრი­ტა­ნე­თის მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის (Met Office) პროგ­ნო­ზით, 2027 წლის მოვ­ლე­ნა თა­ვი­სი მას­შტა­ბით შე­საძ­ლოა 1998 წლის რე­კორ­დულ ელ-ნი­ნი­ოს გა­უ­ტოლ­დეს.

  • იქ­ნე­ბა თუ არა 2026 წელი ყვე­ლა­ზე ცხე­ლი?

ანა­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი “Carbon Brief' -ის მო­ნა­ცე­მე­ბით , 2026 წელი ყვე­ლა­ზე ცხელ წლებს შო­რის სა­ვა­რა­უ­დოდ მე­ო­რე ად­გილს და­ი­კა­ვებს, ხოლო ძლი­ე­რი ელ-ნი­ნი­ოს წარ­მოქ­მნის ალ­ბა­თო­ბა წელს სი­ცხის აბ­სო­ლუ­ტურ რე­კორდს მოხ­სნა­საც არ გა­მო­რი­ცხავს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ “პა­რი­ზის შე­თან­ხმე­ბის“ გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის 1.5°C-იანი ლი­მი­ტი ტექ­ნი­კუ­რად ჯერ დარ­ღვე­უ­ლად არ ით­ვლე­ბა (რად­გან ის 20-წლი­ან სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს ეყ­რდნო­ბა), გა­ე­როს გა­რე­მოს დაც­ვი­თი პროგ­რა­მა მო­ე­ლის, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა მომ­დევ­ნო ათწლე­ულ­ში ამ ზღვარს სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ა­ბი­ჯებს.

წყა­რო