“მე მინდა, რომ ამ ბედნიერ დღეს ყველა კითხვა გავაქრო” – მარიამ შენგელია დაინიშნა: ვინ არის მისი რჩეული?

მომ­ღე­რა­ლი მა­რი­ამ შენ­გე­ლია და­ი­ნიშ­ნა. მისი რჩე­უ­ლი მო­რაგ­ბე გი­ორ­გი მჭედ­ლიშ­ვი­ლია.

  • შენ­გე­ლი­ას 14 მა­ისს და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და და სწო­რედ ამ დღეს გა­და­წყვი­ტა გი­ორ­გიმ მის­თვის ხე­ლის თხოვ­ნა. წყვი­ლის რო­მან­ტი­კულ კად­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მათი მე­გობ­რე­ბი აქ­ვეყ­ნე­ბენ.

რო­გორც ვი­დე­ო­ე­ბი­დან ჩანს, და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­ზე, როცა მა­რი­ა­მი სცე­ნა­ზე იყო, სცე­ნა­ზე ავი­და გი­ორ­გიც და თქვა:

“მე მინ­და, რომ ამ ბედ­ნი­ერ დღეს ყვე­ლა კი­თხვა გა­ვაქ­რო”, – ამის შემ­დეგ მუხ­ლზე და­ი­ჩო­ქა და საყ­ვა­რელ ქალს ხელი სთხო­ვა.

მა­რი­ამ შენ­გე­ლი­ას ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. 2025 წელს მან სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე წა­რად­გი­ნა.

მა­რი­ამ­მა კონ­კურ­სზე სიმ­ღე­რა Freedom შე­ას­რუ­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მომ­ღე­რალს აკ­რი­ტი­კებ­და და მას “ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან” აფი­ლი­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ. ევ­რო­ვი­ზი­ის კონ­კურ­სზე შენ­გე­ლია სამ­წუ­ხა­როდ, ფი­ნალ­ში ვერ გა­ვი­და.