მოურინიოს დასაბრუნებლად “რეალს” “ბენფიკასთვის” კომპენსაციის გადახდა მოუწევს

პორტუგალიური „რეკორდის“ მტკიცებით, ჟოზე მოურინიო „რეალში“ დაბრუნდება.
მოურინიოს „ბენფიკასთან“ კონტრაქტში პუნქტი აქვს შეტანილი, რომლის მიხედვით კლუბის დატოვება 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია, ოღონდ ეს შეთანხმება სეზონის ბოლო მატჩის ჩატარების შემდეგ, მხოლოდ 10 დღის მანძილზე მოქმედებს.
ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას „ბენფიკა“ 16 მაისს „ეშტორილთან“ გამართავს. ლისაბონური კლუბის პრეზიდენტმა რუი კოშტამ მოურინიოს ხელშეკრულების გაგრძელება შესთავაზა.
„რეალის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს კი იმედი აქვს, რომ ჟოზე სიტუაციას დაარეგულირებს და გუნდს ისევ წარმატებულს გახდის.