უტაქტოა, არ მგონია, მისთვის მაინც და მაინც სასარგებლო იყოს | სარჯველაძე ივანიშვილთან დაკავშირებით ზურაბიშვილის განცხადებაზე

“არ მგონია, ვინმეს მიზეზი ჰქონდეს, ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენიოს. ავტორიტეტი, რომელიც ამ პიროვნებას აქვს, ღვაწლი, რომელიც აქვს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, დასაფასებელია, მაგრამ ამას ოპოზიციაში სათავისოდ როცა თარგმნიან და ოპოზიციის დღის წესრიგში განსაზღვრულია, როგორც ოლიგარქია, რასაკვირველია, ეს აბსოლუტურად მცდარი მსჯელობაა. ამ ყველაფრის ასახსნელად საკმარისია ელემენტარული ლოგიკის კანონები. შევეცდები, ზურაბიშვილის განცხადებები ყველაზე რბილად შევაფასო და ამას მისი მხრიდან უტაქტობა დავარქვათ. არ შეიძლება, ასე დაუსაბუთებლად, რაღაც სიტყვების წამოსროლით მიიქციო ყურადღება პოლიტიკოსმა, რომელსაც შეიძლება, გარკვეული ამბიცია, გეგმები ჰქონდეს საქართველოში სამომავლო პოლიტიკურ კარიერასთან დაკავშირებით. ამიტომ, მგონია, ამას აუცილებლად უნდა გაუწიოს ანგარიში სალომე ზურაბიშვილმა და ყურადღება მიაქციოს ბევრ მიზეზს, რომლის გამოც მიმაჩნია, რომ ეს განცხადება, სულ მცირე, უტაქტო, არაკორექტულია და არ მგონია, მისთვის მაინც და მაინც სასარგებლო იყოს”.