ყველა ხელაიფის მსგავსი ვერ იქნება – “არსენალის” თანამშრომლები კლუბის სიწუწკემ გააღიზიანა

30 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “არსენალი” პსჟ-ს დაუპირისპირდება.
გასული წლის მსგავსად, პარიზელთა პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი კლუბის ყველა თანამშრომლის ფრენისა და მატჩზე დასასწრებ ხარჯებს დაფარავს. აი, “არსენალში” კი სიტუაცია სხვაგვარია.
TeleFootball-ის ინფორმაციით, “არსენალის” თანამშრომლებს ფინალზე დასასწრებად 859 ევროს გადახდა მოუწევთ, რის გამოც ისინი იმედგაცრუებულები არიან.
შეგახსენებთ, “მეთოფეებმა” ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2006 წელს ითამაშეს და ქალაქ პარიზში, “ბარსელონასთან”, დრამატულ მატჩში 1:2 დამარცხდნენ.