ნაცების გაბოროტებულ მესიჯბოქსში ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი | მდინარაძე ივანიშვილთან დაკავშირებით განცხადებაზე

“ეს არის გზავნილი ქალბატონი სალომეს მხრიდან, რომ ის ჩაერთო ბოლომდე ნაცების მესიჯბოქსში, და ეს ჰგავს, ანუ ს განცხადება ჰგავს გაბოროტებული ადამიანის განცხადებას, განსაკუთრებით იმ ადამიანის მიმართ, ვინც განსაკუთრებული როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში. მე მგონია, რომ ცოტა უხერხულობა მაინც ამ დროს ადამიანს უნდა აკავებდეს, იმიტომ, რომ მე პირადად ადამიანს რომ ვიცნობ, განცხადებებში რაც არ უნდა მისი გაკრიტიკება მინდოდეს, ცოტა უფრო რბილად ვაკრიტიკებ ხოლმე, ადამიანური მომენტია. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი, მიუხედავად ამისა, ნაცებს რაც აქვთ ყველაზე მდაბიო მესიჯობქსი პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ამ გაბოროტებულ მესიჯბოქსში ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი”.