პუტინის დავალებით მიუსაჯეს ნელი სიკვდილი – ეკატერინე მიშველაძემ გიული ალასანიას სიტყვა შეაშველა (ვიდეო)

გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილი, მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად არ გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ წონაში მოიმატა. როგორც მან “ტვ პირველი”-ს ეთერში თქვა, მიხეილ სააკაშვილი ვერ გრძნობს იატაკს და ფეხის გულებს. არ აქვს საშუალება რომ ისეირნოს და თითქოს ყველამ დაივიწყა და მხოლოდ “ტვ პირველს” გაახსენდა, რისთვისაც მადლობა გადაუხადა გადაცემის წამყვანს.
ალასანია ამბობს, რომ მის შვილს არაფერი დაუშავებია და არაფერი მოუპარავს, თუმცა, ამის მიუხედავად, ნელი სიკვდილი მიუსაჯეს. გადაცემის წამყვანმა კი მას სიტყვა შეაშველა, რომ ეს სიკვდილი ვლადიმერ პუტინის დავალებით არის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”