ლა ლიგის ოცდამეთექვსმეტე ტურში „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე „სევილიასთან“ 2:3 დამარცხდა.
მასპინძლები გიორგი მიქაუტაძის პასით ჟერარ მორენომ დააწინაურა, შემდეგ კი თავად ქართველმა გაიტანა. თუმცა, აქედან მოყოლებული მარსელინოს გუნდმა ინიციატივა დათმო, სამი გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა.
მიქაუტაძემ 70-ე წუთამდე ითამაშა – შეფასებები: Flashscore 7.7, whoscored 7.6, sofascore 7.3. მის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე (ლიგა 1-ის ჩათვლით) 43 მატჩში 15 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
„ვილიარეალი“ 69 ქულით მესამე ადგილზეა და 17 მაისს, ბოლოსწინა ტურში გასვლაზე „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდება.
ვილიარეალი. „კერამიკა“
ვილიარეალი – სევილია 2:3
გოლები: 1:0 მორენო (13), 2:0 მიქაუტაძე (20), 2:1 ოსო (36), 2:2 სალასი (45+2), 2:3 ადამსი (73)