“ლევერკუზენის” ყოფილმა თავკაცმა ჩაბი ალონსომ “ჩელსის” ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა, ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “არისტოკრატები” ალონსოსთან ერთად ოლივერ გლასნერის (კრისტალ პალასი) კანდიდატურასაც განიხილავს.
გამოცემის ინფორმაციით, კლუბსა და ესპანელს შორის პირველი კონტაქტი შედგა და ალონსომ პრემიერლიგაში მუშაობის სურვილი დააფიქსირა, თუმცა ჯერჯერობით, მწვრთნელის პოსტზე, ჩაბისა და გლასნერს შორის გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს.
შეგახსენებთ, “ჩელსი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.