ცნობილი გახდა, რატომ მიდის ალისონი “იუვენტუსში” – დეტალები გახმაურდა

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ლივერპულის“ მეკარე ალისონი მსოფლიო ჩემპიონატისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა, რომელშიც 55 ფეხბურთელია.
liverpool.com-ის ვარაუდით, ეს იმას მოასწავებს, რომ 33 წლის ალისონი ტრავმის გამო ბოლო 9 მატჩის გამოტოვების შემდეგ, მწყობრში ჩადგება და პრემიერლიგის დარჩენილ ორ შეხვედრაში – 15 მაისს სტუმრად „ასტონ ვილასთან“ და 24 მაისს სახლში „ბრენტფორდთან“ თამაშს შეძლებს.
rousing the kopის მტკიცებით, ალისონი „იუვენტუსს“ სამწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა და ბეკერის სეზონური გასამრჯელო 4.3 მილიონი ფუნტი იქნება, „ლივერპული“ კი 13-17 მილიონ ფუნტზე ნაკლებად არ გაასხვისებს.
ერთი სიტყვით, „იუვენტუსში“ ალისონის გადასვლის სურვილი უფრო ხანგრძლივვადიანი ხელშკრულებითაა განპირობებული, რაც მისთვის ასაკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია.
ასე რომ, „წითლებში“ სამი მეკარე დარჩება: გიორგი მამარდაშვილი, ფრედი ვუდმენი და არმინ პეჩი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 21 წლის პეჩს მალე უნგრეთის ნაკრებში გამოიძახებენ.