ბიძინა ივანიშვილის მიერ შეკვეთილში აშენებული პარკების მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაფინანსდება. საუბარია „ციცინათელაზე“, მუსიკოსთა და მინიატურების პარკებზე, რომელთა შესანახად საქართველოს მოქალაქეები, ჯამში, 4 მილიონ 700 ათას ლარზე მეტს გადაიხდიან.
პარკები, რომლებიც ივანიშვილმა წლების განმავლობაში საკუთარი პროექტების ნაწილად წარმოადგინა, ახლა სახელმწიფოს ბალანსზეა გადაცემული. შესაბამისად, ობიექტების მოვლა-პატრონობისა და ფუნქციონირების ხარჯებს ბიუჯეტი დაფარავს.
ირაკლი აბესაძე, ტვ პირველთან, ამბობს:
ეს არ არის ის პროექტები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს გადაეცა, რომელზედაც დიდი ხარჯის გაწევა უწევს სახელმწიფოს და ხშირ შემთხვევაში წამგებიანია სახელმწიფოსთვის, თუმცა ის ბუნდოვანება, რომელიც ივანიშვილის ქველმოქმედდებას უკავშირდება, მხოლოდ ამით არ შემოფარგლება. რა თქმა უნდა, გავიხსენოთ, რომ ფონდის ანგარიშები უკვე 5 წელია გასაიდუმლოებულია და შეუძლებელია, აკეთებდე კეთილ საქმეს და არღვევდე კანონს და არ აბარებდე ანგარიშს საზოგადოებას რას აკეთებ. ივანიშილის ქველმოქმედების უკან მუდმივად დგას გარკვეული პირადი ინტერესები. ეს შეიძლება ყოფილიყო პოლიტიკური დივიდენდის დაგროვება, პირადი სარგებლის მიღება ან საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს დაზიანებაც კი.




