დავითაშვილი ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად “სენტ-ეტიენის” ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი დაასახელეს და სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს.
დავითაშვილმა ყველა ტურნირზე 30 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. “სენტ-ეტიენი” ლიგა 1-ში დასაბრუნებლად პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას.
თუმცა, ზურიკოს რამდენიმე კლუბი იწვევს და შეიძლება გუნდი გამოიცვალოს.