ძვირფასო დედებო, მამებო!
დიდხანს ვფიქრობდი, როგორი სიტყვებით დამეწერა ეს ტექსტი, თუმცა ვერ გამოვნახე ის სიტყვები, რითაც ოდნავ მაინც შევამსუბუქებდი იმ რეალობას რა რეალობაშიც ეხლა თქვენ იმყოფებით. ყოველდღიური ბრძოლა შვილის გადარჩენისათვის, იმ პირობებში როდესაც წამალი არსებობს და “ხელისუფლებას” არ სურს, საკუთარი თანამოქალაქის და მითუმეტეს ბავშვის გადარჩენა.
ეხლა თავისუფლებაზე, რომ ვიმყოფებოდე რათქმა უნდა ვიქნებოდი თქვენთან ერთად, ვაიძულებდით ” დაედოთ წამალი”! ყველამ ვიცით ცნობილი გამონათქვამი: პასიური მოქალაქე ქმნის ნაძირალა ხელისუფლებას, ხოდა “ხელისუფლებაც” განაძირალდა. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ აპარტიული, მაგრამ დღევანდელ საქართველოში აპოლიტიკური ვერ დავრჩებით, ვინაიდან ყველა პრობლემა არის გამოწვეული არასწორი პოლიტიკით. ზოგს არ გვაინტერესებდა სხვისი პრობლემა, ზოგს არ გვეხებოდა პრობლემა, თუმცა ავტორიტარულ სახელმწიფოში ადრე თუ გვიან ყველას შეგვეხება უსამართლობა, ჩაგვრა, შიმშილობა, უიმედობა. ხედავთ? საქართველოში აღარ დარჩა არასამთავრობო ორგანიზაცია ან ორგანიზაციები ვისაც შეეძლო შეესყიდა აღნიშნული მედიკამენტი. ამიტომ, მხოლოდ ერთიანობით, ერთად დგომით მოგვარდება აღნიაშული პრობლემა.
სულით და გულით თქვენთან ვარ.
პატივისცემით და დიდი სიყვარულით
არჩილ მუსელიანცი




