[VIDEO] გულიაშვილის საგოლე გადაცემა – “რასინგი” ლა ლიგას უახლოვდება

სეგუნდა დივიზიონის ოცდამეცხრამეტე ტურში „რასინგმა“ გასვლაზე „ლეგანესი“ 2:1 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა საგოლე გადაცემა გააკეთა. მან 67-ე წუთამდე ითამაშა – შეფასებები: Flashscore 6.8, sofascore 6.7.
გულიაშვილის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 16 მატჩში  6 გოლი და 2 საგოლე პასია.
ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „რასინგი“ 75 ქულით ლიდერია და 16 მაისს „ვალიადოლიდს“ უმასპინძლებს. უახლოეს მდევრებს „დეპორტივოს“ და „ალმერიას“ 71-71 ქულა აქვთ.
ლეგანესი. „ბუტარკე“
ლეგანესი – რასინგი 1:2
გოლები: 0:1 გუიე (26), 0:2 ვილიალიბრე (88, პენ), 1:2 ასუე (90+9)