ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ჰქონდა ერთდაერთი მიზანი – მინიშნება, თუ გნებავთ გაფრთხილება კონკრეტული ევროპული სახელმწიფოებისადმი, რომ შეწყვიტონ საქართველოში შპიონაჟი

ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე და იმ აჟიოტაჟზე, რაც სუს-ს მიერ გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოჩანაწერს მოჰყვა, და რომელშიც ცალკეულმა „ექსპერტებმა,“ დანაშაულის ნიშნები „ვერ დაინახეს – წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ჰქონდა ერთდაერთი მიზანი – მინიშნება, გაფრთხილება კონკრეტული ევროპული სახელმწიფოებისადმი, რომ შეწყვიტონ საქართველოში შპიონაჟი, რომელზედაც სუს-მა უკვე იცის.
მისივე თქმით, ამის მისახვედრად, უბრალოდ ლოგიკა უნდა მოიშველიო, მაგრამ არ მეგობრობენ „ექსპერტები“ ლოგიკასთან.
„ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე და იმ აჟიოტაჟზე, რაც სუს-ს მიერ გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოჩანაწერს მოჰყვა, და რომელშიც ცალკეულმა „ექსპერტებმა,“ დანაშაულის ნიშნები „ვერ დაინახეს.“
არადა, რამდენჯერმე ითქვა, რომ ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ჰქონდა ერთდაერთი მიზანი – მინიშნება, თუ გნებავთ გაფრთხილება კონკრეტული ევროპული სახელმწიფოებისადმი, რომ შეწყვიტონ საქართველოში შპიონაჟი, რომელზედაც სუს-მა უკვე იცის. ეს იყო და ეს. ამის მისახვედრად, უბრალოდ ლოგიკა უნდა მოიშველიო, მაგრამ არ მეგობრობენ ეს „ექსპერტები“ ლოგიკასთან.“ – წერს ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის პეტერ ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით და მთელი ქვეყანა ამ ქედმაღლური ზიზღისგან დაისვენებს, რომელიც მისი კომენტარებიდან ისმის

რატომ გამოუშვით სააკაშვილი არაჟნების შეფუთვით და სახელმწიფო გადატრიალების იმედით? საქართველოს ხელისუფლებას რომ მსგავსი სპეცოპერაცია დაეგეგმა თქვენს წინააღმდეგ, დედამიწის ზურგზე არ დარჩებოდა ადგილი, სადაც ამაზე არ ისაუბრებდით