ახლა ჩვენ წინასაარჩევნო აგიტაციას ვატარებთ და ყველა განცხადებისა თუ დეტალის თვალყურის დევნას ვერ ვასწრებთ, თუმცა თქვენ მიერ ნახსენებ ეპიზოდთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის ვამბობდით: როდესაც დადგება მომენტი, რომ სომხეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის ჩვენ მას, ბუნებრივია, გავაკეთებთ“ – ასე უპასუხა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა Новости Армении – NEWS am-ის კითხვას, პუტინის განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა: “სომხეთის გეგმები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სერიოზულ გადახედვას საჭიროებს… სომხეთმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დარჩეს ევრაზიულ კავშირში თუ „ცივილიზებულად მოითხოვოს განქორწინება“ და ევროკავშირისკენ წავიდეს”




