მეორე ბუნდესლიგის ოცდამეცამეტე ტურში „ნიურნბერგმა“ სახლში „შალკეს“ 3:0 სძლია, რომელიც გასულ ტურში გახდა ჩემპიონი და ბუნდესლიგაში დაბრუნდა.
მასპინძელთა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: whoscored 8.4, Flashscore 8.3, Sofascore 7.4.
„ნიურნბერგი“ 45 ქულით მერვე ადგილზეა და 17 მაისს, ბოლო ტურში სტუმრად „ჰანოვერს“ დაუპირისპირდება.
ნიურნბერგი. „მაქს მორლოკი“
ნიურნბერგი – შალკე 3:0
გოლები: 1:0 შალენბერგი (20, საკ. კარში), 2:0 კუდოსუ (45+1), 3:0 ზომა (73)