შოთა გლურჯიძე: ვუყურე ძიბატებს საუკეთესო ფასებზე; საფრანგეთი რომ ჩვენზე უარესად არის, გამიხარდა. მერე ვიფიქრე…

მხატვარი შოთა გლურჯიძე:
ვუყურე ძიბატებს საუკეთესო ფასებზე;
საფრანგეთი რომ ჩვენზე უარესად არის, გამიხარდა.
მერე ვიფიქრე – რაღაც უბადრუკი პროდუქტების ფასზე ვერ ვთანხმდებით ხელისუფლებასთან, თორემ ისე რა უშავს ვითომ ამ მთავრობას?!
გითხრათ, რომ ლამაზები არიან, არ ვიქნები მართალი, მაგრამ მოსახლეობაც არ ვართ ახლა ალენ დელონები და ავა გარდნერები.
ისე რომ – ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა.
ცოტაც ვევაჭროთ მელეხებს – დამიკელი ბიძია, რა ამბავია ასე მამასისხლად რო აფასებ კვერცხსა და ქათამსა? იქნებ სიფთაზე იეფად მოგვცენ რამე?!
ან დილის ბაზარს მივაწვეთ, ან საღამოს დახურვისას მივასწროთ იეფად.
ერთგვარად სახალისოც არის ეს ვაჭრობის ტრადიცია.
მაგრამ წონაში რომ არ მოგვარტყუოს ჩვენმა სასიქადულო ხელისუფლებამ, ჩვენი სასწორით უნდა ვიაროთ და გადავამოწმოთ პროდუქტ-საქონელის წონა.
ვაჭრობა აცოცხლებს ყოფიერებას და ქმნის კონკურენციას, კონკურენცია ქმნის საბაზრო ეკონომიკას და საბაზრო ეკონომიკა ქმნის დოვლათს, დოვლათი ქმნის მილიონერებს და მილიონერები კი ქმნიან მთავრობებს. ჩვენი ხელისუფლება კი თავისუფალი ბაზრის ნამდვილი ამაგდარია და ამით ერთგვარ სტიმულსაც გვაძლევს ვიბრძოლოთ ჩვენი სიცოცხლის გადარჩენისთვის და არ მოვეშვათ სიზარმაცესა და ფუფუნებაში.
უნდა გვახსოვდეს, რომ – დიახ… გადარჩენისთვის ბრძოლაში, მოხდა ბატონი დარვინის ევოლუცია და უბრალო ტყის მაიმუნი გახდა პარლამენტარიელი.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“