კვარაცხელიამ რუსები აღაფრთოვანა: ხვიჩას თამაშის ყურება ნამდვილი კაიფია – სამწუხარო იქნება, თუ წელს “ოქროს ბურთს” ვერ მოიგებს

პსჟ-ს გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რუსულ მედიაში ხშირად წერენ, თითქმის ყოველთვის დადებითად და „ოქროს ბურთის“ მოპოვებას უსურვებენ.
„სპორტსი“ (ავტორები ვადიმ ლუკომსკი და არტიომ დენისოვი): „ლუის ენრიკემ დუელი მოუგო ვენსან კომპანის, ინიციატივა დაუთმო და აჯობა. ხვიჩა პლეი-ოფებში გენიალურია. მისი თამაშის ყურება ნამდვილი კაიფია. ძალიან ტექნიკურია, ყველაფერს ლამაზად აკეთებს, თან ყოველგვარი მეტიჩრობის გარეშე.
დიახ, სხვა როლი აქვს, ბინადრობის ზონა დ უბურთოდ მუშაობის მოცულობა, მაგრამ რასაც ის ქმნის ამ ჟანრში, ყველაფერს პსჟ-ს თანამედროვე რეალობის კონტექტში გარდასახავს. იმდენად დამაჯერებელია, ეჭვი გეპარება, რა არის მისი უძლიერესი მხარე: ტექნიკა/დრიბლინგი თუ გადწყვეტილების მიღების სისწრაფე (როგორ გაიზარდა ამ ასპექტში!)
ან, შესაძლოა, მენტალობა? ამის მეშვეობით, ლიგა 1-ში სეზონში შედარებით ნაკლებად ბრწყივნალე ასპარეზობისას, საუკეთესოდ გაისარჯა ყველაზე ტოპ-მეტოქეებთან მატჩებში. გახსოვთ, ლუის ენრიკემ კვარაცხელია ცუდი ფორმის გამო „ჩელსისთან“ ძირითადშიც კი არ დააყენა. მას შემდეგ ქართველი შემოქმედის შეჩერება შეუძლებელია“.
„სპორტსი“ (ავტორი არტიომ დენისოვი): „ჩემპიონთა ლიგა ხვიჩას ტურნირია. ნებისმიერი სცენარისას კარგია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ქართველის სათამაშო სურათი უფრო კომფორტულია, ვიდრე ლიგა 1-ში. ძლიერი ხარისხი თვალსაჩინოა.
შესანიშნავია ერთი ერთზე. გაბედულია, შეუპოვარი, კოორდინირებული, მისი ძლიერი ფეხები და ფოლადისებრი აღნაგობა ხელს უშლის მოწინააღმდეგეს ბურთთან მიახლოებაში. ამასთან, დეზირე დუესგან განსხვავებით თითქმის არასოდეს არ იყენებს რთულ ფინტებს – მეურვეს ერთი მოძრაობით იცილებს.
მის დრიბლინგს მარჯვენა ფეხით ძლიერი დარტყმა მოჰყვება, ზუსტი, როგორც წესი შორეულ კუთხეში. ლამაზი კოლექცია: „სპორტინგისთვის“, „ჩელსისთვის“ და „ბაიერნისთვის“. მარცხენათიც შეუძლია გატანა. გახსოვთ „ასტონ ვილასთან“ გოლი?“
“ჩამპიონატი“ (ავტორი გეორგი ილიუშენკო): „სამწუხაროა ხვიჩას გამო. ხვიჩა წარმოუდგენლად მიათრევს გუნდს და ნებისმიერ სხვა წელს „ოქროს ბურთსაც“ დაიმსახურებდა. მისი თამაში ნამდვილი სიამოვნებაა. იგივე შეიძლება ითქვას მაიკლ ოლისეზე, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში ის გაქრა, მაშინ როდესაც ქართველი ანათებდა. ხვიჩას ყველა შვიდი მოტყუება წარმატებული იყო! – „ბაიერნთან“ ფაქტიურად ფინალურ ბრძოლაში. ხვიჩამ უსმან დემბელესთვის გოლი შექმნა და ძალიან ახლოს გახლდათ 1+1-თან, როდესაც ბავარიელთა დაცვის მორიგი დამცირების შემდეგ დარტყმა ვერ მოახერხა.
და როგორი შედევრული დუბლი შეუსრულა მიუნხენელებს პარიზში! 3 გოლი „ჩელსისთან“ დაპირისპირებაში! რას იტყვით 1057 წუთში 10+6 საგოლე მოქმედებაზე? ასეთი მაჩვენებელი ახლა არავის არ აქვს. კიდევ ერთი საგოლე მოქმედება ფინალში და კილიან მბაპეს ჰარი კეინთან ერთდ ჩამოიტოვებს. ისინი ქართველისგან განსხვავებით „სუფთა თავდამსხმელები“ არიან და პენალტებითაც ზრდიან საკუთარ მონაგარს. ხვიჩა ზედიზედ შვიდ მატჩში საგოლე მოქმედებით ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფების ისტორიაში რეკორდსმენია.
ნებისმიერ სხვა წელიწადში ასეთი პერფომანსით „ოქროს ბურთთან“ ჩახუტებული სურათს დაიმსახურებდა. სამწუხაროდ, ასე დაემთხვა, რომ მალე მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, სადაც საქართველოს ნაკრები ვერ გაემგზავრება. იქ აუცილებლად გამოჩნდება ახალი გმირი, რომელიც ყურადღებას თავისკენ მიიპყრობს. რას იზამ, 2027 წელს ხვიჩას თავის გამოსაჩენად უფრო მეტი სტიმული ექნება. მაშინ იური სიომინს და ლეონიდ სლუცკის შეეძლებათ დაიტრაბახონ, რომ „ოქროს ბურთის“ მომავალ მფლობელს ავარჯიშებდნენ“.
„სპორტ-ექსპრესი“ (იგორ რაბინერი): „ხვიჩამ მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა. როდესაც “ნაპოლისთვის” პირველ საჩემპიონო სეზონში მთელი იტალია გააოცა, ცოტამ თუ დაიჯერა, რომ ეს ქართველი შეიძლება კიდევ უკეთესი გამხდარიყო. მან ეს მოახერხა. ახლა, როცა ოდნავადაც არ მოუკლო შეტევაში, შესანიშნავად დაიწყო დაცვაში მუშაობა.
და თუნდაც ის, რომ წელს მსოფლიო ჩემპიონატია, რომლის გმირი უმეტესად იღებს „ოქროს ბურთს“, ძალიან იმედი მაქვს, „კვარა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მთავარი ფიგურა გახდება და ისეთი, რომ მუნდიალიდან მას ვერავინ გადაუსწრებს. მეორე ტაიმის ერთ-ერთ ეპიზოდში რომ გაეტანა, როდესაც მიუნხენელთა მთელი დაცვა გააბითურა და მხოლოდ ბოლო მომენტში ვერ გაარტყა ბურთს ფეხი, მაშინ საერთოდ დარწმუნებული ვარ, „ოქროს ბურთი“ მისი იქნებოდა“.
კვარაცხელიას შესახებ მოსაზრება მწვრთნელმა იური სიომინმა და ყოფილმა ფეხბურთელებმა გამოთქვეს.
იური სიომინი: „ხვიჩა „ოქროს ბურთისთვის“ იბრძვის. ვფიქრობ, აირჩევენ იმას, ვინც ჩემპიონთა ლიგას ან მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ნაკრებში თამაშზე. კვარაცხელია თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“.
პაველ მამაევი: „მსოფლიო ჩემპიონატის მერე „ოქროს ბურთის“ ნომინანტები ცოტა შეიცვლება, თუმცა დღეს ხვიჩა შესრულებული სამუშაოს, შედეგიანობის, გუნდისთვის სარგებლიანობის და საერთოდ ყველაფრის მიხედვით, ხვიჩა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“.
სერგეი პარშივილიუკი: „მართლაც ფენომენალურ ფორმაშია, ნებისმიერ სტადიაზე საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია, ნებისმიიერ სტადიონზე ყველა მცველთან. ნებისმიერ მეტოქეს ატყუებს“.
ფიოდორ სმოლოვი: „და ჩვენ დავინახეთ მისი ოლისესთან სხვაობა“.