მიხეილ დაუშვილი – მინისტრობის კანდიდატებს არ გააჩნიათ დამოუკიდებლობის განცდა

პარტია “საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუატ მიხეილ დაუშვილის შეფასებით, არ ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს სწორი ხედვები აქვთ და ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლები იქნებიან.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განმარტა, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატების დამოუკიდებლობის ხარისხთან მიმართებით კითხვები აქვს.
„სამწუხაროდ, ამ ადამიანებს რომ ვუსმენდით, ისეთი განცდა მაქვს, რომ ხვალ და ზეგ, როდესაც სხვა კანდიდატებს მოვუსმენთ, მათ არ გააჩნიათ რაიმე დამოუკიდებლობის განცდა, რომ თვითონ უნდა მიიღონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებები. ეს ადამიანები რით იმოქმედებენ, რა იქნება მათი მთავარი მამოძრავებელი, როდესაც ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ?! სამთავრობო პროგრამა, უკეთესია თუ უარესია, ეს ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია ის, ამ ადამიანებს დამოუკიდებლობის რა ხარისხი გააჩნიათ. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის ხარისხზე ზოგადად, კითხვები გვაქვს“, – განაცხადა დაუშვილმა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას და „ქართული ოცნების“ გუნდის წევრების დამოუკიდებლობის ხარისხს ერთმანეთს ვერც კი შეადარებს.
„თუ მეკითხებით, გიორგი გახარიას და ამ ადამიანების დამოუკიდებლობის ხარისხს, მე არც შევადარებ. პოლემიკაშიც არ შემოვალ საერთოდ, იმდენად მარტივად აღქმადია, ვინ იყო დამოუკიდებელი და ვინ არა“, – განაცხადა დაუშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ