ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ უკრაინა არის ომის რეჟიმში და როდესაც ომი დასრულდება, მერე მოვთხოვდით პასუხებს რაღაც-რაღაც საკითხებზე, რაზეც პასუხები არის აუცილებლად მოსათხოვი. ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებოდით ყოველთვის ნეგატიურ შეფასებებს იგივე ბატონი ზელენსკის მიმართ და ხელისუფლების დანარჩენი წარმომადგენლების მიმართ.
თუმცა ჩვენ ვერ დავივიწყებთ იმ უსამართლობას, რაც უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს მიმართ ჩაიდინა და მათ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან. […] ძალიან ბევრი უსამართლობა და პირდაპირ ვიტყვი შეურაცხყოფაც, რაზეც ჩვენ ვაკეთებდით ყოველთვის მკაფიო გზავნილს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით, უკრაინელ ხალხს ბოლომდე დავუდგებით. […]
არის ძალიან ბევრი ფაქტორი, რატომაც საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი, იგივე ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და კიდევ სხვადასხვა ბევრი საკითხიდან გამომდინარე. არის რაღაც საკითხები, რომელზეც შეიძლება ასე საჯაროდ არ იყოს მიზანშეწონილი საუბარი.
უკრაინის ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გადაიაზროს და რაღაც ნაბიჯებით დაგვანახოს ის, რომ რაღაცების გამოსწორების სურვილი აქვთ. ეს არის იმის წინაპირობა, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდეს და დაიწყოს მეგობრული ურთიერთობა. ის, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ერთ დღეში შეგვიძლია ყველაფერი დავივიწყოთ და ხვალვე დავიწყოთ მეგობრული ურთიერთობა, ეს არის გამორიცხული.